ბელარუსი

კანადის საგარეო მინისტრი: კანადა ლუკაშენკოს ლეგიტიმურ ლიდერად არ თვლის

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა თქვა, რომ კანადა ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის არალეგიტიმურ ლიდერად თვლის:

"ინაუგურაცია ისევე არალეგიტიმურია, როგორც არჩევნები... მსგავსი ჟესტები მხოლოდ აჩვენებს ლუკაშენკოს მიერ დემოკრატიული პრინციპების და ბელარუსი ხალხის ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს უგულებელყოფს".

23 სექტემბერს მინსკში თავისუფლების სასახლეში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა.

ცერემონიის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ იყო. ინაუგურაციის ცერემონიას არ გადასცემდნენ სახელმწიფო არხები. ცერემონიის ტრანსლაცია ბელარუსის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

ბელარუსში მასობრივი პროტესტები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ლუკაშენკომ 80%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა.

კომენტარები