კორონავირუსი საქართველოში

ვისაც ქორწილებისა და სარიტუალო ღონისძიებების აკრძალვა შეეხო, შესაძლოა, ზარალი აუნაზღაურონ

Jimmy Wan's Restaurant

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ადამიანებს, ვისაც ქორწილებისა და სარიტუალო ღონისძიებების აკრძალვა შეეხო, შესაძლოა, ზარალი აუნაზღაურონ. 

"ამაზე მუშაობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ბოლო პერიოდის შეზღუდვები შეეხოთ ქორწილებიდან, რიტუალური ღონისძიებებიდან გამომდინარე.   

ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. ერთი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც საჭირო შეზღუდვების შედეგად დაზარალდნენ, მაქსიმალურად ეს ზიანი აუნაზღაურდეთ და, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს არჩევნები და არ გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, ყოველ შემთხვევაში, არჩევნების დღემდე, ეს იქნეს აღქმული კანონის დარღვევად. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ბალანსი დავიცვათ, თუმცა ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში ამ ადამიანებს ინფორმაციას მივაწვდით." - ამბობს მეზვრიშვილი პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები