თავდასხმა თბილისში

ზვიად კუპრავა: ჩემი შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს თავს ორი უცნობი კაცი დაესხა

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზვიად კუპრავა საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ მისი შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს თავს ორი უცხო პირი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"ჩემი შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს, შტაბიდან სახლში რომ მიდიოდა სახლთან ორი უცნობი კაცი აედევნა, ხელი დაუჯიკავეს და ძირს ათრიეს. ჩვენ აქ ვართ კუკიაზე, პოლიციაც აქ არის. 1 თვეს გადავიტანთ! ვერ გაგვაჩერებთ!" – წერს ზვიად კუპრავა საკუთარ Facebook გვერდზე.

18 სექტემბერს ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ზვიად კუპრავას შტაბის წევრს, ლაშა ცუცქირიძეს თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხატაბულასთან საუბარში ენმ-ის წევრმა, ზვიად კუპრავამ აღნიშნა, რომ ფაქტი თბილისში, პეკინზე მოხდა, როდესაც ცუცქირიძე სახლში ბრუნდებოდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები