BAFTA

BAFTA მრავალფეროვნების გაზრდის მიზნით 120 ცვლილებას განახორციელებს

0 კომენტარი
ფოტო: BAFTAs

ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის დაჯილდოება [BAFTA] მრავალფეროვნების გაზრდის მიზნით 120 ცვლილებას განახორციელებს.

საუკეთესო რეჟისორის ასარჩევად ოთხის ნაცვლად ექვსი ნომინაცია იქნება, ხოლო ლონგლისტში მოხვედრილი 20 ადამიანიდან სავალდებულო ხდება რომ 10 ქალი იყოს.

ასევე, საუკეთესო ბრიტანული ფილმის კატეგორიაში ექვსის ნაცვლად ათი ნომინაცია იქნება, რათა სათანადოდ იყოს წარმოდგენილო ქვეყნის მულტიკულტურულობა.

სტუდიებს აღარ შეეძლებათ ერთი და იმავე მსახიობის საუკეთესო მსახიობისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ნომინაციებზე ერთდროულად წარდგენა. გასულ წელს, ამისთვის სკარლეტ იოჰანსონი და მარგო რობი გააკრიტიკეს, ისინი ორივე ნომინაციაზე იყვნენ წარმოდგენილები.

ცვლილებები შედის დაჯილდოების კომიტეტშიც - იქ ეტაპობრივად 1 000 ადამიანი დაემატება, რომლებიც საზოგადოების არასაკმარისად წარმოდგენილი ჯგუფებიდან იქნებიან.

Bafta-ს დაჯილდოებაში ცვლილებების შეტანაზე მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც 2019 წელს კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვივნენ მრავალფეროვნების ნაკლებობის გამო. დაჯილდოებას განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი შავკანიანი და არც ერთი ქალი.

"ეს არის კრეატიული გარდაქმნის პროცესი". - ასე ახსნა ცვლილებები დაჯილდოების თავმჯდომარემ.

Bafta არ არის პირველი დაჯილდოება, რომელიც მრავალფეროვნების ზრდას მსგავსი ცვლილებებით ცდილობს. მანამდე, წესები შეცვალეს ბერლინალესა და ოსკარის დაჯილდოებებმაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები