ალექსეი ნავალნის მოწამვლა

ალექსეი ნავალნი რეაბილიტაციის კურსის დასრულებამდე გერმანიაში დარჩება

0 კომენტარი
ალექსეი ნავალნი

რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება. ნავალნი გერმანიაში ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის გამო მკურნალობს. ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის ინფორმაციით, მკურნალობა შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

"ახლა, ბუნებრივია, ალექსეის ჯანმრთელობის აღდგენის პროცესს დიდი დრო დასჭირდება. ის ჯერჯერობით გემრმანიაში რჩება, ის იქ რეაბილიტაციას გაივლის, ეს რამდენიმე დღის საკითხი არ არის და ალბათ არც ორიოდე კვირის". - თქვა იარმიშმა.

გერმანელ პროკურორთან მოწამვლაზე საუბრისას ალექსეი ნავალნიმ თქვა, რომ გამოჯანმრთელებისთანავე რუსეთში დაბრუნებას გეგმავს.

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე  გაატარა.

ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები