ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

moh.gov.ge

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას კლინიკაში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ფუტკარაძე მერვე დღეა, რაც ბინაზე მკურნალობს.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შემთხვევების დიდი წილი კვლავ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის, სადაც აღირიცხა 165 ახალი შემთხვევა, თბილისში კი – 43. დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

კომენტარები