კამბოჯა

აფრიკულმა ჩანთოსანმა ვირთაგვა მაგავამ სიმამაცისთვის ჯილდო მიიღო

0 კომენტარი
მაგავა ფოტო: PDSA

აფრიკულმა ჩანთოსანმა ვირთაგვამ, მაგავამ ნაღმების აღმოჩენისთვის პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

თავისი "კარიერის" მანძილზე მაგავამ 70-მდე ნაღმი ამღმოაჩინა. ბრიტანულმა ვეტერინარიულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ PDSA-მ მას ოქროს მედალი მიანიჭა კამბოჯაში თავდაუზოგავი შრომით ნაღმების აღმოჩენისთვის.

PDSA-ს ჯილდო 30 ცხოველს აქვს მინიჭებული, მათგან მაგავა პირველი ვირთაგვაა.

მაგავა ტანზანიაში არსებულმა ბელგიურმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Apopo-მ  გაწვრთნა. ორგანიზაცია ნაღმების და ტუბერკულოზის აღმოსაჩენად ცხოველებს 1990-იანი წლებიდან წვრთნის. ცხოველები სერტიფიკატს ერთწლიანი წვრთნის შემდეგ იღებენ.

ფოტო: Getty Images

მაგავა ტანზანიაში დაიბადა და გაიზარდა. ის 1,2 კილოგრამს იწონის და 70 სანტიმეტრია სიგრძეში. მართალია, სხვა ჯიშის ვირთაგვებთან შედარებით დიდია, ის მაინც საკმარისად მსუბუქია იმისათვის, რომ ნაღმებს უსაფრთხოდ გადაურბინოს.

ვირთაგვებს ასაფეთქებელში შემავალი ქიმიური კომპონენტების ამოსაცნობად წვრთნიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ყურადღებას არ აქცევენ მეტალის ნატეხებს და ნაღმებს უფრო სწრაფად პოულობენ. ნაღმის პოვნის შემდეგ ისინი ზედაპირს კაწრავენ, რომ თავიანთ ადამიან თანამშრომელს ნაღმის ადგილმდებარეობა შეატყობინონ.

მაგავას შეუძლია 20 წუთში ჩოგბურთის კორტის ზომის ფართობი გაჩხრიკოს. ამ ფართობზე ნაღმების მეტალის დეტექტორით აღმოსაჩენად ადამიანს შეიძლება ერთიდან ოთხ დღემდე დასჭირდეს.

მაგავა ყოველდღე ნახევარ საათს მუშაობს და მალე პენსიაზე გავა. მაგავას შრომა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე.

"ყოველი აღმოჩენა, რომელსაც ის აკეთებს, ადგილობრივი ადამიანის სიკვდილის ან დაშავების შანსებს ამცირებს" - ამბობს ორგანიზაცია Apopo-ს მმართველი.

არასამთავრობო ორგანიზაციის HALO Trust-ის ინფორმაციით, რომელიც განმნაღმველ სამუშაოებს ატარებს, კამბოჯაში ნაღმების აფეთქებას 1979 წლიდან 64 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი 1970-1980-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს დაინაღმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები