არჩევნები 2020

გახარია: ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა

გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვის გამოსვლისას საკონსტიტუციო რეფორმაზე და მის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც სწორედ ქართული ოცნების ნაწილმა ჩააგდო, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს ქმნის.

"ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის სრულიად ახალ, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც ჩვენი სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ გააჟღერა, თუმცა, ვერავინ გაბედა, რომ აღესრულებინა". - თქვა გახარიამ.

14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა. 

კომენტარები