ზვიგენი

ფლორიდაში ორსულმა ქალმა მეუღლე ზვიგენის თავდასხმისგან იხსნა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში ორსულმა ქალმა მეუღლე ზვიგენის თავდასხმისგან იხსნა. პოლიციის ინფორმაციით, 30 წლის ენდრიუ ჩარლზ ედი ყვინთავდა, როდესაც მას თავს დაესხა ზვიგენი. მისი მეუღლე, მარგო დიუკს-ედი მათ კერძო ნავში იყო, როდესაც წყალში ზვიგენი და სისხლი დაინახა. ის წყალში გადახტა და მეუღლის ნავზე აყვანა შეძლო, თავად კი არ დაშავებულა. ოჯახის სხვა წევრებმა დახმარება გამოიძახეს.

დაშავებული საავადმყოფოში ვერმფრენით გადაიყვანეს. მას მხარი აქვს მძიმედ დაზიანებული. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, მიყვანისას ენდრიუ ედის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

წყვილი ჯორჯიის შტატიდანაა. ისინი ფლორიდის შტატში ოჯახთან ერთად ისვენებდნენ.

პოლიციის მიხედვით თავდასხმის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა მყვინთავებიც იყვნენ, თუმცა ზვიგენის თავდასხმის სხვა შემთხვევა არ მომხდარა. ზვიგენის თავდასხმები იშვიათია. ფლორიდას მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. მხოლოდ 2019 წელს 21 მსგავსი თავდასხმა მოხდა.

კომენტარები