არჩევნები 2020

Survation-ის გამოკითხვა მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის ოლქში - კანდიდატების რეიტინგი

0 კომენტარი
შალვა კერესელიძე / ცეზარ ჩოჩელი / თამაზ მეჭიაური

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ბრიტანულმა სააგენტო Survation-მა 12-15 სექტემბრის პერიოდში წინასაარჩევნო განწყობის კვლევა ჩაატარა. სულ გამოიკითხა 1 800 მოქალაქე.

კვლევა პირველ ეტაპზე რამდენიმე საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის რეგიონებშიც. მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარულ ოლქში გამოკითხულთა 70% ამბობს, რომ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მიიღებდა. "ალბათ მივიღებ მონაწილეობას", უპასუხა 14%-მა, "50-50ზე" - 9%, "არ ვიცი/უარი პასუხზე" - 1%, 6% კი ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა.

გამოკითხულთა 52.1% ამბობს, რომ ხმას ქართული ოცნების კანდიდატს, შალვა კერესელიძეს მისცემდა. 18.6% ამბობს, რომ ხმას მისცემდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს. პარტია ერთიანი საქართველოსთვის კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს ხმას 11% მისცემდა, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს - 8.9%, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს, სოსო შატბერაშვილს - 7.6%, პარტია სამართლიანობისთვის დამფუძნებელს, ეკა ბესელიას - 1.2%, ლელოს კანდიდატს, მალხაზ ვახტანგაშვილს - 0.0%, სხვა კანდიდატს კი - 0.6%.

"დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" - ამ შეკითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 62.2%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 11.0%

ევროპული საქართველო - 8.0%

პარტიოტთა ალიანსი - 8.0%

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 2.0%

ერთიანი საქართველო - 2.0%

ლეიბორისტული პარტია - 2.0%

ლელო - 2.0%

გირჩი - 1.0% 

თავისუფალი დემოკრატები - 1.0%

სხვა - 2.0%

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები