სერ დევიდ ეტენბორო

სერ დევიდ ეტენბორომ ჯენიფერ ენისტონის ინსტაგრამის გამომწერების რეკორდი მოხსნა

0 კომენტარი
სერ დევიდ ეტენბორო ფოტო: BBC.co.uk

ბრიტანელმა ტელეწამყვანმა და ნატურალისტმა, სერ დევიდ ეტენბორომ, ჯენიფერ ენისტონის Instagram-ის რეკორდი მოხსნა და სოციალურ ქსელში დარეგისტრირებიდან 4 საათსა და 44 წუთში მილიონზე მეტი გამომწერი მოაგროვა.

დევიდ ეტენბოროს პირველი პოსტი გაცნობითი ხასიათის ვიდეოა, სადაც ის თავის თავზე ყვება და ასევე გვეუბნება, რა პრობლემები აქვს დღეს პლანეტა დედამიწას.

"კონტინენტები ცეცხლშია გახვეული. მყინვარები დნება. მარჯნის რიფები კვდებიან. თევზები ჩვენი ოკეანეებიდან უჩინარდებიან. ეს სია იზრდება. პლანეტის გადარჩენა კომუნიკაციების გამოწვევაა". - ამბობს ეტენბორო.

პოსტით ასევე ცნობილი გახდა, რომ მას Instagram პროფილის მართვაში ორი ადამიანი დაეხმარება, რადგან "სოციალური მედია დევიდისთვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი არ არის".

დევიდ ეტენბოროს ინსტაგრამზე დარეგისტრირებამდე რეკორდი ჯენიფერ ენისტონს ეკუთვნოდა - მან გასულ წელს 5 საათსა და 16 წუთში მილიონი გამომწერი მოაგროვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები