გურია

გურიაში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილზე ძალადობის ბრალდებით პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში დააკავა 1974 წელს დაბადებული შ.შ, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეორე შვილზე.

უწყების ცნობით, დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები