არჩევნები 2020

ლეიბორისტულმა პარტიამ 10 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა – სია

მთავარი არხი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. შალვა ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის მზად არის, დაიკავოს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი.

ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: 

  • ნაძალადევის – შალვა ნათელაშვილი (ოპოზიციის საერთო კანდიდატი)
  • თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი და ახმეტა – ნიკა ვარდოშვილი
  • რუსთავი და გარდაბანი – მიხეილ ქუმსიშვილი 
  • მარნეული და გარდაბანი – ალი ბადიროვი
  • ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა – თემურ წიკლაური
  • ახალქალაქი და ასპინძა – გიორგი ჩიტაური
  • მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – ბექა ნათელაშვილი 
  • ზესტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი და ტყიბული – სამსონ გუგავა
  • გურია – დავით მამალაძე 
  • ბათუმი – ტარიელ კალანდარიშვილი

ლეიბორისტული პარტიიდან ქუთაისის მერობის კანიდატი ირაკლი კიკვაძე იქნება, კასპის – ოთარ ქოსაშვილი​.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრობის კანდიდატები ასევე არიან, ძალა ერთობაშიადან მიხეილ სააკაშვილი, ქართული ოცნებიდან გიორგი გახარია და სტრატეგია აღმაშენებლიდან გიორგი ვაშაძე.

კომენტარები