ბელარუსი

მინსკში ქალების მარშზე ათზე მეტი პირი, მათ შორის, ცნობილი 73 წლის აქტივისტი დააკავეს [VIDEO]

0 კომენტარი

მინსკში ქალების ანტისამთავრობო მარშზე ათზე მეტი პირი დააკავებს.

დაკავებულებს შორისაა ბელარუსში ცნობილი 73 წლის აქტივისტი, ნინა ბაგინსკაია. მას ნიღბიანმა სამართალდამცავმა ძალის გამოყენებით წაართვა ბელარუსის ისტორიული დროშა. აღსანიშნავია, რომ ბაგინსკაია გასულ კვირასაც დააკავეს.

ბელარუსული მედია წერს, რომ ქალების მარშში, დაახლოებით, 2000 აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა. ისინი გაიძახდნენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა.

აქციაზე რუსული პროპაგანდისტული მედიის RT-ს თანამშრომლებიც გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეებმა მათ უთხრეს, რომ არა ჟურნალისტები, არამედ პროპაგანდისტები არიან და წასვლისკენ მოუწოდეს.

"ჩემოდანი, მატარებლის სადგური, რუსეთი!" - მომიტინგეები RT-ს ჯგუფს მოუწოდებდნენ.

დღეს გავრცელებულ ერთ-ერთ ცნობილ ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებული მომიტინგე სპეცრაზმელებს ყვავილებს ურიგებს.

ბელარუსში მასობრივი პროტესტები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ლუკაშენკომ 80%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები