კორონავირუსი

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 41 ახალი შემთხვევა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ით 25 სექტემბერს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი 90 წლის ქალია, რომელიც საავადმყოფოში 20 სექტემბერს სუნთქვის უკმარისობითა და ორმხრივი პნევმონიით მოათავსეს. მათივე ინფორმაციით, ქალს გულის ქრონიკული დაავადება, ათეროსკლეროზი და ჰიპერტენზია ჰქონდა. 

აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 1 286 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 269 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები