სან სებასტიანის კინოფესტივალი

ია სუხიტაშვილი სან-სებასტიანის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა

0 კომენტარი
ფოტო: Rustaveli Theatre

მსახიობმა ია სუხიტაშვილმა სან-სებასტიანის 68-ე კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული მოიგო. ფილმმა "დასაწყისი", რომელშიც სუხიტაშვილი თამაშობს, კინოფესტივალზე მთავარი პრიზი, ოქროს ნიჟარა მოიგო.

ასევე, საუკეთესო რეჟისორად დეა კულუმბეგაშვილი დასახელდა. 

ჟიურის ჯილდო, ვერცხლის ნიჟარა, საუკეთესო სცენარისთვის კულუმბეგაშვილსა და რატი ონელს გადასცეს.

ფილმის სიუჟეტის ცენტრში იეჰოვას მოწმეთა თემია, რომელსაც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტების დაჯგუფება თავს დაესხმება. სურათში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და რატი ონელი ასრულებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები