ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 87 ადამიანი

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 294 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 87 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

27 სექტემბრის მონაცემებით, სულ საქართველოში კორონავირუსის 5 254 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 906 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები