Charlie Hebdo

პარიზში დანით თავდასხმისთვის დაკავებული ეჭვმიტანილის სამიზნე Charlie Hebdo იყო

0 კომენტარი
ფოტო: france24

პარასკევს პარიზში მომხდარი დანით თავდასხმისთვის დაკავებული ეჭვმიტანილის თქმით, მისი სამიზნე სატირული გამოცემა, შარლი ებდო იყო. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარასკევს პარიზის ცენტრალურ უბანში, შარლი ებდოს ყოფილი ოფისის წინ დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ორი ადამიანი დაჭრა. შინაგან საქმეთა მინისტრის გერალდ დარმანინის ინფორმაციით, თავდამსხმელი პაკისტანიდან არის და საფრანგეთში სამ წლის წინ ჩამოვიდა. დაკავებული პოლიციასთან თანამშრომლობს.

აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში დაიწყო შარლი ებდოზე 2015 წლის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობაში ბრალდებული 14 პირის სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესის დაწყების წინა დღეს შარლი ებდომ თავიდან დაბეჭდა მუჰამედის კარიკატურები, რომლებიც 2015 წლის თავდასხმის მიზეზი გახდა.

2015 წლის თავდასხმის შემდეგ შარლი ებდოს ოფისი საიდუმლო ლოკაციაზიაზე გადავიდა. 2015 წლის ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ალ-ქაიდამ აიღო. მას შემდეგ, რაც შარლი ებდომ თქვა, რომ მოციქული მოჰამედის კარიკატურებს ხელმეორედ დაბეჭდავდა, ალ-ქაიდას მხრიდან გამოცემაზე მუქარა განახლდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები