ბელარუსი

ჰაკერებმა ბელარუსის სამთავრობო არხის ონლაინ გადაცემაში პოლიციის ძალადობის კადრები გაუშვეს

nexta

26 სექტემბრის საღამოს ბელარუსის სამთავრობო არხები, Беларусь 1-ი და ОНТ-ის ონლაინ გადაცემა ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა.

ახალი ამბების გამოშვების ნაცვლად, არხების საიტებზე გადაიცემოდა დამოუკიდებელი მედიებისა და ოპოზიციური Telegram-არხების მიერ გადაღებული ვიდეო კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ სცემს და არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს.

Telgram-არხზე "ბელარუსის კიბერპარტიზანები" გაჩნდა განცხადება: "თუ ბელტელე რადიოკომპანიას არ სურს ხალხს სიმართლე აჩვენოს, ამას ჩვენ გავაკეთებთ"

სამთავრობო არხების სატელევიზიო ტრანსლაცია შეფერხების გარეშე მიმდინარეობდა. მოგვიანებით Беларусь 1-მა განაცხადა, რომ საიტზე ტრანსლაცია აღადგინეს, თუმცა ამ დროისთვის საიტი მიუწვდომელია

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=29&v=Rcvvv9Jwc9k&feature=emb_title]

კომენტარები