არჩევნები 2020

ნიკა მელიას ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ქვები და კვერცხები დაუშინეს

Facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნიკა მელიას გლდანულაში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ქვები და კვერცხები დაუშინეს. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი ავრცელებს. 

"ქართული ოცნება / Georgian Dream

სამარცხვინო მოძლადეები ხართ არ შეგრჩებათ!!! შეხვედრა გვქონდა ხალხთან, ნიკა მელია ესაუბრებოდა ხალხს და ქართული ოცნების ტიტუშკებმა ქვები და კვერცხები ისროლეს მაღალი სართულიდან, დიდი ხნის მანძილზე დაგვყვებოდნენ. ბოლოს ეს დაგეგმეს. საბედნიეროდ, გადავრჩით და ეს ქვები აგვცდა.

აუცილებლად აგებთ პასუხს 31 ოქტომბერს!". - წერს ჭარხალაშვილი. 

კომენტარები