საქართველოს პატრიარქი

ილია მეორე: აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს და აზერბაიჯანს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სომხეთსა და აზერბაიაჯანს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება. პატრიარქის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს

როგორც წერილშია ნათქვამი, ეს კონფლიქტი საქართველოსთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ორივე მეზობელი ქვეყანაა და საქართველოში ბევრი აზერბაიჯანელი და სომეხი ცხოვრობს.

"დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახანს დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ, როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები.

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას". - ნათქვამია წერილში. 

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

ორივე ქვეყანამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები