ინდოეთი

ინდოეთში პოლიციელებმა 160 კგ მარიხუანა ამოიღეს, 1 კგ აღრიცხეს, დანარჩენი კი გაყიდეს

ინდოეთის დედაქალაქ დელიში პოლიციელებმა რეიდის დროს კაცისგან სახელად, ანილისგან 160 კილოგრამი მარიხუანა ამოიღეს, აქედან მხოლოდ ერთი კილოგრამი აღრიცხეს, დანარჩენი კი გაყიდეს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

შემთხვევა 11 დეკემბერს მოხდა. პოლიციელებმა ანილი დააკავეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ქრთამის სახით მათ მარიხუანა შესთავაზა, ის გაათავისუფლეს.

როდესაც ამბავი გამჟღავნდა, ანილი პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს, რომელმაც თქვა, რომ მასთან მისული ოთხი პოლიციელი იყო და მათი სახელებიც დაასახელა.

კომენტარები