2020 წელს გარდაცვლილები

40 წლის ასაკში იაპონელი მსახიობი იუკო ტაკეუჩი გარდაიცვალა

Entertainment Tonight

40 წლის იუკო ტაკეუჩი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით იაპონელმა მსახიობმა თავი მოიკლა. 

ტაკეუჩიმ კარიერის განმავლობაში ათობით როლი შეასრულა, პოპულარობა 1998 წელს საკულტო იაპონურმა ჰორორმა, ზარმა მოუტანა. მონაწილეობდა HBO-ს სერიალში, მის შერლოკი. ტელევიზიისთვის გახმოვანებული ჰყავს როუზი - ქეით უინსლეტის პერსონაჟი ფილმიდან ტიტანიკი.

იუკო ტაკეუჩი იაპონიის კინოაკადემიის სამი ჯილდოს მფლობელი იყო.

კომენტარები