ვინ დიზელი

ვინ დიზელმა პირველი სიმღერა გამოაქვეყნა

ფორსაჟის ვარსკვლავმა, ვინ დიზელმა სადებიუტო სიმღერა - Feel Like I Do გამოაქვეყნა. 

სიტყვები მსახიობს ეკუთვნის, ხოლო მუსიკა ნორვეგიელმა პროდიუსერმა Kygo-მ დაწერა. 

საცეკვაო კომპოზიციაში დიზელი იმაზე მღერის, თუ როგორ კარგად გრძნობს თავს. 

"დიდი ხნის ოცნება ავისრულე. ყოველთვის მინდოდა სიმღერის ჩაწერა, უბრალოდ კომფორტის ზონიდან გამოსვლის მეშინოდა. იმედია, მოგეწონებათ". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

კომენტარები