სასწავლო პროცესი

ჩხენკელი: 12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, საბავშვო ბაღები განაახლებენ ფუნცქიონირებას

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ცნობით, 12 ოქტომბრიდან ქვეყანაში, აჭარის გარდა, მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები.

"12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას საბავშვო ბაღები". – თქვა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო​ს სხდომის დასრულების შემდეგ.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 1-ელ ოქტომბრამდე იყო გადადებული. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები