იური ორლოვი

გარდაიცვალა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დამაარსებელი დისიდენტი მეცნიერი, იური ორლოვი

იური ორლოვი

რუსი დისიდენტი მეცნიერი, ბირთვული ფიზიკოსი, ადამიანის უფლებათა დამცველი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დამაარსებელი, იური ორლოვი 27 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საბჭოთა კავშირიდან გაძევების შემდეგ ორლოვი აშშ-ში ცხოვრობდა. რუსი ფიზიკოსი საბჭოთა კავშირის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა, თუმცა დაითხოვეს და კომუნისტური პარტიიდან გააძევეს. მან 1976 წელს მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი დააარსა და ხელმძღვანელობდა, რის გამოც იდევნებოდა. მას 1977 წელს ანტისაბჭოთა პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით 7-წლიანი პატიმრობა და გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა 1986 წელს აშშ-ში დაკავებულ მზვერავზე გაცვალეს.

მას ჩამორთმეული საბჭოთა მოქალაქეობა 1990 წელს მიხაილ გორბაჩოვმა დაუბრუნა. 1993 წელს ორლოვმა აშშ-ს მოქალაქეობაც მიიღო. საბჭოთა ხელისუფლების გარდა, ის აქტიურად აკრიტიკებდა პუტინის ხელისუფლებას და მას სტალინს ადარებდა.

ადამიანის უფლებათა დაცვისათვის ბრძოლის გამო ორლოვს მიღებული აქვს არაერთი პრემია, მათ შორის ამერიკის ფიზიკის ასოციაციის ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია. ორლოვი იყო Human Rights Watch-ის აზიის მრჩეველთა და აკადემიური თავისუფლების კომიტეტების წევრი და Amnesty International-ის საბჭოთა ჯგუფის წევრი.

კომენტარები