არჩევნები 2020

"ეკონომიკასა და განათლებაში გავატარებთ ექსტრაორდინალურ რეფორმებს" - ოპოზიციის შეთანხმება

ოპოზიციურმა პარტიებმა - გირჩი, ევროპული საქართველო, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი და ერთიანი საქართველო შეთანხმების მესამე ნაწილს მოაწერეს ხელი. მათი თქმით, მემორანდუმის მიზანია, რომ ხელისუფლებიდან ქართული ოცნების წასვლის შემდეგ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს. ისინი თანხმდებიან, რომ ეკონომიკის და განათლების სფეროებში გაატარებენ "ექსტრაორდინალურ რეფორმებს".

მემორანდუმის მიხედვით, ეკონომიკასა და განათლებაში ოპოზიციურ პარტიებს ასეთი გეგმები აქვთ:

ეკონომიკა

მოქალაქეებისათვის კერძო საკუთრებაში სახელმწიფო ქონების დაბრუნება

1. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, დარეგისტრირდება მფლობელის საკუთრებად;
2. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია დარეგისტრირდება სოფლის/თემის საკუთრებად;
3. სახელმწიფო საკუთრება – საწარმოები, მიწა და წიაღისეული (გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა), გადავა მოქალაქეების კერძო საკუთრებაში. ყველა მოქალაქეს ექნება ამ პროცესში მონაწილეობის თანაბარი უფლება.

მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება

4. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-დე;
5. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში, შემუშავდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები;

განათლება

6. კერძო განათლება სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლდება;

7. საჯარო სკოლები მიიღებენ ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას;

კომენტარები