დინამო

დინამო ფარერებზე დიდი ანგარიშით დამარცხებისთვის ბოდიშს იხდის

საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში, ფარერების კუნძულების კლუბ კი კლაკსვიკართან წაგების გამო ბოდიშს იხდის.

"ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია" - წერია განცხადებაში.

დინამო თბილისი ევროპის ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. კლუბი კი კლაკსვიკართან 24 სექტემბერს, ანგარიშით 1:6 დამარცხდა. 

კომენტარები