უბედური შემთხვევა

რუსთავში მანქანა ქვეითს შეეჯახა, 16 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა

flickr

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი შეეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, 16 წლის გოგო შეჯახების შედეგად მიღებული პოლიტრავმებისა და თავის ტვინის დაზიანების შედეგად, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

კომენტარები