კანის კინოფესტივალი

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ოქტომბერში გაიმართება

The Playlist

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი შემცირებულ ფორმატში 27-29 ოქტომბერს გაიმართება. 

ფესტივალის ფარგლებში 56 წარდგენილი ფილმიდან მხოლოდ ოთხის ჩვენება გაიმართება: დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისი", ემანუელ კურკოლის "ტრიუმფი", ნაომი კავესის "ნამდვილი დედები" და ბრიუნო პოდალიდესას "ორი ალფრედი".

ძირითადი პროგრამის გამარჯვებულს არ გამოავლენენ. ოქროს პალმის რტო მხოლოდ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა. 

კინოფესტივალი ტრადიციულად მაისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ორგანიზატორებმა თარიღი შეცვალეს.

კომენტარები