ახალი კორონავირუსი საქართველოში

მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 7 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი

0 კომენტარი
ფოტო: armenpress.am

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური 3 542 შემთხვევაა, მათგან 25 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის 23 პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ენდელაძის ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 7 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის 878 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 7 პირი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 240.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი. გარდაიცვალა ერთი, 33-ე პაციენტი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 866 ახალი შემთხვევა აღირიცხა, აქედან 2 324 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა. 29 სექტემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19-ის 3 542 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც ნაწილი სტაციონარში მკურნალობს, ნაწილი კი კოვიდ-სასტუმროებში.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები