ჩედვიკ ბოუსმენი

ჩედვიკ ბოუსმენმა სიენა მილერს ჰონორარის ნაწილი საკუთარი ხელფასიდან გადაუხადა

NME

2018 წელს ჩედვიკ ბოუსმენმა და სიენა მილერმა მძაფრსიუჟეტიან ფილმში, 21Bridges ერთად ითამაშეს. 

მილერი, რომელიც იმ მომენტისთვის კინოდან წასული იყო, გადასაღებ მოედანზე ბოუსმენის ინიციატივით მოხვდა.

"კინოში აღარ ვთამაშობდი, ფინანსურად რთული პერიოდი მქონდა, შვილი სკოლაში შემყავდა. სტუდიას დიდი ჰონორარი ვთხოვე, სხვა შემთხვევაში როლზე დათანხმება უბრალოდ არ მიღირდა. როგორც გავიგე, ჰონორარის დიდი ნაწილი ჩედვიკმა საკუთარი ხელფასიდან გადაიხადა, მას ჩემთან ერთად მუშაობის ინტერესი ჰქონდა. ეს ისტორია იმისთვის მოვყევი, რომ უფრო კარგად მიხვდეთ ვინ იყო ჩედვიკ ბოუსმენი". – იხსენებს მსახიობი.

 

კომენტარები