ტრეილერი

კომედიური ჰორორის VAMPIRES VS BRONX-ის ტრეილერი გამოვიდა

სტრიმინგ სერვისმა, Netflix-მა მომავალი კომედიური ჰორორის Vampires vs Bronx-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

სიუჟეტის მიხედვით, ნიუ-იორკის უბნის ხელში ჩაგდებას ვამპირები ცდილობენ, მათ წინააღმდეგ სამი ახალგაზრდა იწყებს ბრძოლას.

ფილმი ოსმანი როდრიგესმა გადაიღო, სურათში მთავარ როლებს სარა გორდონი, კრის რედი, ქიდ მერო, მეთოდ მენი და შია ვიგემი ასრულებენ.

Vampires vs Bronx სტრიმინგ სერვისზე მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გამოვა.

 

კომენტარები