კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ ერთი, 34-ე ადამიანი გარდაიცვალა

Tom Wolf

ახალი კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. დღეს, 29 სექტემბერს, ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსი კიდევ 314 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი. 

ჯამში ქვეყანაში ვირუსი ახალი კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 2 324 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები