კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 23 მობინადრეს და 7 თანამშრომელს COVID-19 აქვთ დადასტურებული

დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 13 მობინადრესა და 7 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ დროისთვის, თავშესაფარში ჯამში 23 მობინადრესა და 7 თანამშრომელს აქვთ ვირუსი გამოვლენილი.

ტესტირება ჩაუტარდა კიდევ 5 მობინადრეს, რომლებიც პასუხებს ელოდებიან.

აქამდე მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც თქვა, რომ მთლიანობაში 35 ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი - 25 მობინადრესა და 10 თანამშრომელს.

დეკანოზი იოანე ბარამიძის ცნობით, მოხუცთა თავშესაფარი 2 სექტემბრის შემდეგ გადასული არის კარანტინის მდგომარეობაში, 10 სექტემბრის შემდეგ კი ყველა თანამშრომელი და მობინადრე თვითიზოლაციაშია.

ამჟამად ბათუმის მოხუცთა თავშესაფარს 90 მობინადრე ჰყავს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსი კიდევ 314 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან, 225 შემთხვევა აჭარაში აღირიცხა.

კომენტარები