ISFED-ის ანგარიში

ISFED ჟორჟოლიანზე: იქმნება უსამართლოდ უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატისთვის

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ნანუკა ჟორჟოლიანის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენაზეც და აცხადებს, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციები. 

"იქმნება უსამართლოდ უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატისთვის. ასევე, არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკიც". – წერია ანგარიშში. 

ნაციონალურმა მოძრაობამ წყალტუბოში გენერალი დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ აქამდე წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა. ის უკვე კამპანიას ატარებდა და ქუჩებში მისი ბანერები იყო გაკრული. 

კომენტარები