ISFED-ის ანგარიში

ISFED: ქალი პოლიტიკოსების პირადი კადრებით შანტაჟი გასაკუთრებით შემაშფოთებელია

UN WOMEN

ISFED-ის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ.

მათი თქმით, ზუგდიდში ლელოს წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი, ლაშა გვასალია, ფეისბუქზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ლელოს წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი მანკიერ პრაქტიკად იქცა.

ასევე, სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია მისი გუნდის წევრი ქალის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ. იგი თანაგუნდელის ვინაობის შესახებ მისი პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო არ საუბრობს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქალი ოპოზიციონერების მიმართ ამგვარი შანტაჟის შემთხვევათა გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატურად დასჯა საგამოძიებო ორგანოთა პრიორიტეტი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდაჭერის განცხადებები ფორმალურ, უშინაარსო ლოზუნგებად დარჩება.

ISFED-ის ანგარიში 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

კომენტარები