შაზამის რეჟისორმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც 4 საათის განმავლობაში შუა თითს აჩვენებს

შაზამის რეჟისორმა დევიდ ფ. სენდბერგმა Youtube-ის არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მაყურებელს 4 საათის განმავლობაში შუა თითს უშვერს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=1224&v=mWeADJ6C02s&feature=emb_logo]

ცალკე ვიდეოში სენდბერგმა განმარტა, რომ ვიდეო რეალურად 53 წამიანია, ოთხ საათამდე გაზრდილი კი მონტაჟის წყალობით არის. ამ ტექნიკას რეჟისორმა შაზამის გადასაღებ მოედანზეც მიმართა. 

ავტორის თქმით, თავდაპირველად ვიდეო როგორც ხუმრობა იყო ჩაფიქრებული, შემდეგ სანდბერგი მიხვდა, რომ ხუმრობასთან ერთად დამწყებ რეჟისორებს ახალი ხერხის შესწავლაში დაეხმარა.

კომენტარები