კრისტოფერ ნოლანის TENET ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია

Creative Bloq

ამერიკულ კინოგაქირავებას კრისტოფერ ნოლანის ბლოკბასტერი, Tenet-ი ლიდერობს. 

ფილმმა 2850 კინოთეატრში ოთხი კვირის განმავლობაში 41.2 მილიონი დოლარი მოაგროვა. უკანასკნელმა კვირამ Warner Bros.-ის პროექტს 3.4 მილიონი მოუტანა.

მეორე ადგილს იქს-ადამიანების სპინოფი ახალი მუტანტები იკავებს. თინეიჯერული ჰორორის შემოსავალი 11 მილიონს შეადგენს.

8 მილიონით მესამე ადგილს მძაფრსიუჟეტიანი ფილმი Unhinged-ი  იკავებს. სურათში მთავარ როლს ოსკაროსანი რასელ კროუ ასრულებს. 

ათეულში მეათე ადგილს ვარსკვლავური ომების მეხუთე ნაწილი იკავებს. 1980 წელს გადაღებული ფილმი კინოთეატრებში ორმოცწლიან იუბილესთან დაკავშირებით ხელახლა გაეშვა და $900 000 მოაგროვა.

 

კომენტარები