კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარაში დადასტურდა, 38 - იმერეთში

იმედი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარაში დადასტურდა.   

"შემდეგ შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც მეორე ადგილზეა იმერეთი 38 პაციენტით. შემდეგ მოდის თბილისი - 30 ახალი შემთხვევაა. სამეგრელო ზემო სვანეთში 14 ახალი შემთხვევაა, გურიაში - 6, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში კი თითო ახალი შემთხვევა." - თქვა ენდელაძემ. 

ენდელაძის ინფორმაციით, გუშინ, 29 სექტემბერს, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  

"ამჟამად მკურნალობს 19 პაციენტი, აქედან 2 გახლავთ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ კრიტიკული, თუმცა არის მცირედი დადებითი დინამიკა". – თქვა ექიმმა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 120 გამოჯანმრთელდა, 37 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები