კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის კაცია, ის ქუთაისში მკურნალობდა

armenpress.am

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის კაცია, ის ქუთაისის კლინიკა ბომონდში მკურნალობდა.  

"ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, ქრონიკული ფილტვის დაავადებების, სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე, მოციმციმე არითმია და ამ პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა." – თქვა ენდელაძემ. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 120 გამოჯანმრთელდა, 37 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები