კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: საწოლფონდთან დაკავშირებით შიში არ უნდა იყოს, ეს აბსურდია

0 კომენტარი
ფოტო: ინტერპრესნიუსი

"საწოლფონდთან დაკავშირებით შიშები ნამდვილად არ უნდა იყოს, ეს აბსურდია". – ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე. 

"მითუმეტეს, ამდენი გამოჯანმრთელდა. რომც არ იყოს გამოჯანმრთელება, იყო მარაგში საწოლფონდები და ეს პრობლემა არ იქნება, რა თქმა უნდა". – თქვა მარინა ენდელაძემ. 

დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 796 ადამიანი. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში სტაციონარში 109 თავისუფალი ადგილია.  

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 120 გამოჯანმრთელდა, 37 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები