მთაწმინდის საბაგირო

თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღდგენას გეგმავს

უცნობი ავტორი

თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი ლარია.

კალაძის თქმით, საბაგიროს აღდგენა ამ დრომდე გარკვეული პრობლემების გამო ვერ ხერხდებოდა, თუმცა ეს პრობლემები უკვე მოგვარებულია, კერძოდ კი ადგილობრივ მოსახლეობასთან განსახლების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

თბილისის მერის ცნობით, პროექტი უკვე მზადაა და მშენებელი კომპანიის არჩევის მიზნით, ტენდერიც გამოცხადდება. კალაძის განმარტებით, მთაწმინდის საბაგიროს პროექტის სრულად დასრულებას წელიწადნახევრიდან ორ წლამდე დასჭირდება.

"ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მთაწმინდის საბაგირო, რომელმაც 1990 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ საბაგიროს აქვს ერთკილომეტრიანი მარშრუტი მეცნიერებათა აკადემიიდან მთაწმინდის პარკამდე [...]

საბაგიროს ინფრასტრუქტურა იქნება წრიული ტიპის, 21გონდოლიანი. მისი საშუალებით, ერთკილომეტრიანი მანძილის დაფარვა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო საათში 1 100 ადამიანის გადაყვანას შეძლებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც აუცილებლობისა და საჭიროების გამო მთაწმინდის პარკში ადიან, ავტომობილებით გადაადგილება აღარ დასჭირდებათ". – თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები