ვაკეში ზონალურ-საათობრივი პარკირება 20 ნოემბრიდან ამოქმედდება

www.parkingreservationsoftware.com

20 ნოემბრიდან ვაკეში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. ამის შესახებ ტაბულას თბილისის მერიაში უთხრეს. მანამდე კი, როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, 20 ოქტომბრიდან ვაკეში, აბაშიძეზე, ფალიაშვილზე და ჭავჭავაძის ყველა მკვეთ ქუჩაზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, პარკირების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს, დაარეგისტრონ ავტომობილები, რათა მათთვის პარკირება უფასო იყოს.

თბილისის მერის ცნობით, ზონალურ-საათობრივი პარკირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისა და ელექტრომობილებისთვის უფასო იქნება. დანარჩენ შემთხვევაში, 1 საათის საფასური 1 ლარი იქნება.

კალაძის თქმით, ეტაპობრივად სხვა რაიონებსა და ქუჩებზეც მოეწყობა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, – "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში".

კომენტარები