NATO-საქართველო

რასმუსენი: არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა

denesen.mk

არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის ტრანსატლანტიკური კომისიის თავმჯდომარე, ანდერს ფოგ რასმუსენმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს საქართველოში არჩევნების დემოკრატიის მაღალი სტანდარტებით ჩატარებასა და ნატოში გაწევრიანებას შორის კავშირზე ისაუბრა. რასმუსენი ასევე შეეხო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა ან პოტენციური ჩარევის შესაძლებლობას.

"პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, დემოკრატიის მაღალი სტანდარტით არჩევნების ჩატარება არის ნატოში გაწევრიანების პრერეკვიზიტი. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ყურადღება მიექცევა არა საგარეო ჩარევას პროცესებში, არამედ საქართველოს ხელისუფლების ნებას და უნარს წინ აღუდგეს ამ ჩარევას. არ დავუშვებთ, კრემლს მხოლოდ არჩევნებში ჩარევით ან ჩარევის მცდელობით ჰქონდეს იარაღი ევროკავშირისკენ და ნატოსკენ საქართველოს კურსის დასაბლოკად.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო უკვე აკმაყოფილებს მკაცრ კრიტერიუმებს რათა განცხადება გააკეთოს ნატოს წევრობაზე.  სამხედრო სტანდარტები უკვე არის ძალიან მაღალი, შეთავსებადი ნატოს სტანდარტებთან და ბევრი გაკეთდა სამოქალაქო სექტორში ნატოს სტანდარტებთან გასათანაბრებლად. ამ მხრივ ნიადაგი შემზადებული გაქვთ.  ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, რომ ვეტო დაადოს საქართველოს გადაწყვეტილებას, განაცხადოს ნატოს ან ევროკავშირის წევრობაზე, ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. თბილისი უნდა შეთანხმდეს ბრუსელთან საქართველოს სამომავლო კურსზე. ეს არ არის კრემლის გადასაწყვეტი. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ თითოეულ სუვერენულ სახელმწიფოს ევროპაში აქვს ძირეული უფლება თვითონ გადაწყვიტოს ალიანსის წევრობა". – თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ქართული პარტიებისა და კანდიდატებისთვის საარჩევნო პირობის დადებისკენ მოწოდებას შეეხებოდა. ტრანსატლანტიკური კომისიის მიერ შემუშავებულ დათქმაზე ხელმოწერით, პარტიები და კანდიდატები პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ ისეთ ტაქტიკებს, რაც პირდაპირ, თუ ირიბად ხელს შეუწყობს არჩევნებში ჩარევის მოსურნე გარე ძალებს. 

დათქმას უკვე მოაწერეს ხელი ქართულმა ოცნებამ, ევროპულმა საქართველომ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველო. 

რას მოიცავს საარჩევნო დათქმა, დეტალურად ნახეთ აქ.

კომენტარები