მეფე ლომი

ბარი ჯენკინსი მეფე ლომის გაგრძელებას გადაიღებს

Animation Magazine

მეფე ლომის გაგრძელებას ოსკარის ნომინანტი რეჟისორი, ბარი ჯენკინსი გადაიღებს. ინფორმაციას კინოსტუდია Disney ადასტურებს.

სიქველის სცენარზე პირველი ნაწილის ავტორი ჯეფ ნატანსონი იმუშავებს, დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ფილმი მუფასას პრეისტორია იქნება.

2016 წელს ჯენკინსის სურათმა Moonlight საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი მოიპოვა. 

მეფე ლომის პირველი ანიმაცია 1994 წელს გამოვიდა. 2019 წელს დისნეიმ მხატვრული რიმეიქი გადაიღო, რომელმაც კინოგაქირავებაში 1.6 მილიარდი დოლარი მოიპოვა.

 

 

 

კომენტარები