ილონ მასკი

ილონ მასკის თქმით, ის ახალი კორონავირუსის ვაქცინას არ გაიკეთებს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, ის ახალი კორონავირუსის მომავალ ვაქცინას არ გაიკეთებს.

ამის შესახებ მასკმა ჟურნალისტ კარა სვიშერის ახალ პოდკასტში Sway-ში ისაუბრა.

"მე არ ვარ ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფში, არც ჩემი შვილები". – თქვა მან ვაქცინაზე უარის თქმის მიზეზად.

ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს ილონ მასკს ლოქდაუნების შესახებ მისი უარყოფითი პოზიციები შეახსენა, რაც ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა და თქვა, რომ ვირუსთან ბრძოლის ამ მეთოდს "კარგი არაფერი მოაქვს".

"სწორი იქნებოდა არა მთელი ქვეყნის ჩაკეტვა, არამედ რისკ-ჯგუფის მქონე ადამიანების კარანტინში ყოფნა, სანამ შტორმი გადაივლიდა". – თქვა მან.

ამის პასუხად ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ შესაძლოა, ხალხი კიდევ დაიღუპოს ვირუსის გამო. მასკმა კი მიუგო, რომ "ყველა ისედაც კვდება".

ჯერ კიდევ მაისში, ილონ მასკი ტვიტერზე აქტიურად პოსტავდა, რომ ადამიანებისთვის სახლებიდან გამოსვლის აკრძალვა ფაშისტური იყო და ამბობდა, რომ ეს ამერიკისთვის სრულიად შეუსაბამო ქცევა იყო.

მაშინ მის ასეთ გამოსვლებს გამოეხმაურა ბილ გეითსი, რომელმაც თქვა, რომ ილონ მასკს ვაქცინების ბევრი არაფერი გაეგება, სამაგიეროდ, კარგ ელექტრო მანქანებს ქმნის, მისი რაკეტები კი შესანიშნავად მუშაობს.

ილონ მასკმა ახალ ინტერვიუში ბილ გეითსაც უპასუხა და მას ხისთავიანი უწოდა.

"ეს ასე არის - ჰეი, ხისთავიანო, ჩვენ ვაქცინებისთვის საჭირო ტექნიკას ვამზადებთ CureVac-ისთვის, იმ კომპანიისთვის, რომელსაც შენ აფინანსებ".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები