ბიუჯეტი

ფლანგვის დეტექტორი: ქრთამის აღებაში ბრალდებული პირის კომპანიამ 5 მილიონის ტენდერი მოიგო

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2014 წლის ოქტომბერში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 500 ლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, გელა კოჩალიძე დააკავა.

მოგვიანებით, 2017 წლის 13 აპრილს გელა კოჩალიძემ დააფუძნა კომპანია შპს „გეო-გრუპი“, რომელშიც დირექტორი და 60%-ის მფლობელია, ხოლო, 40%-ს ირაკლი იაკობაძე და ერიკ შიპაკციანი ფლობენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 17 ელექტრონული ტენდერიდან რვაში უკონკურენტო იყო, ხოლო დარჩენილ ცხრაში მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა. მოგებული ტენდერების ჯამური რაოდენობა, ხელშეკრულების მიხედვით, 4,688,618 მილიონი ლარია.

 

კომენტარები