დაპირისპირება მარნეულში

"კადრებში ჩანს ინციდენტის გამომწვევი პირი" - ჯეიხუნ მუჰამედალის დაკითხვა დასრულდა

0 კომენტარი

მთავარი არხის ჟურნალისტის, ჯეიხუნ მუჰამედალის, დაახლოებით, 4-საათიანი დაკითხვა დასრულდა.

მუჰამედალის თქმით, მას პოლიციის განყოფილებაში ჰკითხეს, იცნობდა თუ არა ვინმეს კადრებიდან და ასევე, დაიტოვეს მისი ტანსაცმელი.

"კადრები გვიჩვენეს, რომელიც ეთერში გავიდა, აქედან ვინმეს ხო არ იცნობთო, კადრებშიც ჩანს ის პირი, რომელიც მთავარი მაპროვოცირებელი ამ ინციდენტის, ის მოდის და შეურაცხყოფას გვაყენებს და კამერას ხელით ეხება, ამას მოჰყვა ყველაფერი. და ჩემი ტანსაცმლის ამოღება იყო, ჩემი ტანსაცმელი დავტოვე". – თქვა მან.

ჯეიხუნ მუჰამედალის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლისშვილის თქმით, მას გამოძიების იმედი არ აქვთ.

"ეს საქმე არ არის რთულად გამოსაძიებელი, ვნახოთ, რა საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებენ, თუმცა კიდევე ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი ამ გამოძიების ეფექტური შედეგის". – თქვა მან.

მარნეულში გუშინ, 29 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობდა. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, რა დროსაც ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოგვიანებით თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღები ჯგუფის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო როგორც ენმ-ს წევრებზე თავდასხმის ფაქტზე, ისე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები