Survation-ის კვლევა

SURVATION: საბურთალოსა და ისნის ოლქი - კანდიდატების და პარტიების რეიტინგები

0 კომენტარი

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ბრიტანული კომპანიის Survation-ის მიერ საქართველოს 6 საარჩევნი ოლქში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ექვსი საარჩევნო ოლქიდან ორი ოლქი თბილისს ეკუთვნოდა - საბურთალოსა და ისნის საარჩევნო ოლქები.

Survation-ის მიხედვით, საბურთალოს საარჩევნო ოლქში 57.6%-ით ქართული ოცნების კანდიდატი, დავით სერგეენკო ლიდერობს. მას მოსდევს მოქალაქეების კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი - 13.3%-ით. მესამე ადგილს ლელოს კანდიდატი, ბადრი ჯაფარიძე იკავებს - 9.1%-ით, მეოთხე ადგილზე კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ირაკლი ოქრუაშვილია - 6.8%-ით. მას მოსდევს თაკო ჩარკვიანი - 4.8%-ით, კახა ძაგანია - 3.7%-ით და ლევან გოგიჩაიშვილი - 1.4%-ით. სხვა კანდიდატს ირჩევს 1.4%.

საბურთალოს საარჩევნო ოლქში Survation-ის მიხედვით ქართულ ოცნებას 54.4% ირჩევს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 13.9%, გიორგი ვაშაძე: სტრატეგია აღმაშენებელს - 5.7%, გირჩს - 5.3%, ევროპულ საქართველოს - 5.0%, პატრიოტთა ალიანსს - 5.0%, ლელოს - 4.8%, ერთიან საქართველოს - 1.7%, თავისუფალ დემოკრატებს - 0.7%, ხოლო სხვა პარტიას - 3.4%.

ხვალ რომ არჩევნები იყოს თითქმის დარწმუნებულია რომ საბურთალოს ოლქში მონაწილეობას მიიღებდა 78%, ალბათ მიიღებს მონაწილეობას 8%, 50-50-ზეა 9%, ხოლო არ მიიღებს მონაწილეობას 5%.

საბურთალოს საარჩევნო ოლქის მსგავსად, ისნის საარჩევნო ოლქშიც Survation-ის მიხედვით ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს - კახა კახიშვილს 53.9% აქვს. მას მოსდევს ხატია დეკანოიძე - 21%-ით, შემდეგ არის გიორგი ვაშაძე - 15.1%-ით, მეოთხე ადგილს იკავებს დავით ჭიჭინაძე - 5.5%-ით, შემდეგი არის ლანა გალდავა - 2.3%-თ, სხვა კანდიდატს კი მხარს უჭერს 2.2%.

ისნის საარჩევნო ოლქში 55.7% ქართულ ოცნებას ირჩევს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 19.7%, გიორგი ვაშაძე: სტრატეგია აღმაშენებელს - 5.8%, ევროპულ საქართველოს - 4.5%, ლეიბორისტულ პარტიას - 3.5%, პატრიოტთა ალიანსს - 2.9%, გირჩს - 1.9%, ლელოს - 1.6%, ერთიან საქართველოს - 0.4%, სხვა პარტიას კი 4.0%.

ხვალ რომ არჩევნები იყოს თითქმის დარწმუნებულია რომ ისნის საარჩევნო ოლქში მონაწილეობას მიიღებდა 68%, ალბათ მიიღებს მონაწილეობას 6%, 50-50-ზეა 16%, არ მიიღებს მონაწილეობას 8% და არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე 2%.

Survation-მა კვლევა 12-19 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა და სულ 1 828 მოქალაქე გამოკითხა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები